16 ივლისს ახალგაზრდებმა ერთი დღით “ჩემს მარკეტში” მომსახურე პერსონალის როლი მოირგეს! 🙋♀️🙋
ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი პარტნიორ სკოლებში ახორციელებს კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჩემი მარკეტი – My Market-ის გუნდთან თანამშრომლობით დაიგეგმა და განხორციელდა პროექტი “ერთი დღე მარკეტში”.
“ერთი დღე მარკეტში” წარმოადგენს Job shadowing-ისა და სტაჟირების პრაქტიკის სინთეზს სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების სოციალური და დასაქმებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერებას.
კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის პროგრამა ხორციელდება პროექტის „უკეთესი განათლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მონაწილეობა და სოციალური სარგებლის ხელმისაწვდომობა” ფარგლებში.