2024 წლის 12 ივლისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი თემაზე: მდგრადი განვითარების მიზნები და კლიმატის ცვლილება.
შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა მოწვეული ექსპერტი – გიორგი მუხიგულიშვილი, ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების საკითხების მკვლევარი.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: SDG მიზნების შესრულების პროგრესი და მიღწეული შედეგები კლიმატის ცვლილება შერბილებისა და ადაპტაციის პოლიტიკა.
რა ელემენტები ამყარებენ მდგრადი განვითარების მიზნებს, რით განსხვავდება მდგრადი განვითარების მიზნები ათასწლეულის განვითარების მიზნებისაგან, როგორ არის კლიმატის ცვლილება დაკავშირებული მდგრად განვითარებასთან და რა როლი აქვს მოქალაქეების ჩართულობას ამ პროცესში.
ღონისძიება ერთობლივად დაიგეგმა ორი პროექტის: საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP), რომელსაც CENN ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
გურიის რეგიონში პროგრამების პარტნიორი ორგანიზაციაა “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”.