2024 წლის 2 ნოემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები ესწრებოდნენ ტრენინგს თემაზე: ადვოკატირების ტექნიკები.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: გარემოს ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება, ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავება, ამოცანების განსაზღვრა, დაინტერესებული მხარეების მოკვლევა და რესურსების მობილიზება.
მიღებული თეორიული ცოდნის საფუძველზე ახალგაზრდები შეიმუშავებენ ერთობლივ ინიციატივებს, რომელიც გარემოში არსებული პრობლემების ადვოკატირებას ისახავს მიზნად.
შეხვედრა განხორციელდა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”.