პროექტი – ”ქალების ძალა”– მიზნად ისახავს ქალებისა და გოგონების მხარდაჭერას საქართველოს ოთხ რეგიონში (კახეთი, გურია, რაჭა და იმერეთი), რათა ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარად მონაწილეობდნენ და პატრიარქალური აზროვნება თუ სტერეოტიპები შეცვალონ. ფემინისტი აქტივისტები, ახალგაზრდების ჩათვლით, დატრეინინგდებიან და დაფინანსდებიან იმისათვის, რომ ადგილობრივი პროექტები განახორციელონ, რაც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა პოლიტიკურ მონაწილეობას ხელს შეუწყობს. ეს პროექტი მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ადგილობრივი ქალების, კაცების, გოგონებისა და ბიჭების ცხოვრების გაუმჯობესებაში.
გურიაში, კახეთში, რაჭასა და იმერეთში ქალების ცხოვრება საგრძნობლად უმჯობესდება ცნობიერების ცვლილებითა და სტიგმატიზაციის, სტერეოტიპების, პატრიარქალური შეხედულებების შემცირებით, ასევე, მუნიციპალიტეტების პოლიტიკის შემუშავებასა და ბიუჯეტების დაგეგმვაში ქალების მონაწილეობისა და მონიტორინგის გზით.
პროექტი განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის საქართველოს” (WECF) მიერ ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით – ქალთა ფონდი საქართველოში, ქალი და რეალობა, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, პანკისის ქალთა საბჭო და რაჭის სათემო ორგანიზაცია. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.