ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
YOUNG PEDAGOGUES' UNION
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩვენ შესახებ

ორგანიზაციის მისია:

საქართველოს მოსახლეობის მოწყვლადი ფენების სოციალური უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო პროცესებში ცალკეული პირების ჩართვის სტიმულირების გზით.

მიზანი: მოზარდების (მათ შორის სოციალურად დაუცველების, შშმ პირების, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლების, მრავალშვილიანი ოჯახების შვილების) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა ბავშვთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის პროცესში; ასევე, მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა გამოწვევის დაძლევაში სკოლისა და თემის დონეზე

1996 წლიდან ორგანიზაციას შექმნილი აქვს „ლიდერთა სკოლა“, რომელიც წარმოადგენს  არაფორმალური განათლების ცენტრს (პირველად დაარსდა ოზურგეთში, შემდეგ - ჩოხატაურსა და თბილისში). ორგანიზაციის მოზარდების განათლების კონცეფცია ეფუძნება: ა) დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ბ) მათ მიერ შესწავლილი/გააზრებული ინფორმაციის გავრცელებას თანატოლებში; გ) ცვლილებების მიღწევის მიზნით მოზარდების ჩართვას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესებში.

კომპონენტის ფარგლებში ხორციელდება ასევე შემდეგი პროგრამები:

„იდეების ლაბორატორია“ გურიის რეგიონის  12 პარტნიორ საჯარო სკოლაში. პროგრამა უზრუნველყოფს  საჯარო სკოლებში ინოვაციური სივრცის შექმნას, სადაც მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელონ საკუთარი ინიციატივები; დაგეგმონ საინტერესო პროექტები. გააცნობიერონ მათი როლი სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების პროცესში.

  •  სოფლად მცხოვრები 18 +  ახალგაზრდების  განვითარების პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს თემის განვითარებაში  ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფას.
  • სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის  ცენტრის პროგრამა, რომელიც  ითვალისწინებს   დასაქმებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარების ხელშეწყობას. დაინტერესებული მხარეების (დასაქმების მსურველი და დამსაქმებელი)  შესაბამის კომუნიკაციაში მხარდაჭერას.

მიზანი: განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმისა და სკოლის მართვის პროცესებში მშობლების, მოსწავლეებისა და თემის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობით მოსწავლეთა საჭიროებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და გამჭვირვალე სკოლის მართვის სისტემის ჩამოყალიბება

განხორციელებული კვლევების  საშუალებით გამოკვეთილი პრობლემური საკითხების გაანალიზების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც აწვდის საგანმანათლებლო უწყებებს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, რათა ისინი გათვალისწინებულ იქნეს საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად; ასევე, გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია ქმნის ახალ მოდულებს  ადგილობრივი სკოლების გასაძლიერებლად.

საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორგანიზაციული კულტურის ამაღლებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად დახმარებას უწევს მათ კონსულტაციების გაცემისა და ტრენინგების ჩატარების საშუალებით. 

მიზანი: ადგილობრივ და ცენტრალურ დონეებზე სოციალური დაცვის სისტემების გაუმჯობესება მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით, ასევე, სოციალურად მოწყვლადი ფენების ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

კვლევების საშუალებით აფასებს ორი სამიზნე ჯგუფის - 18 წლამდე პირების, მათი ოჯახების (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები) და ხანდაზმულების - სოციალურ მდგომარეობას, რის საფუძველზეც, კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით ახორციელებს ცვლილებების ადვოკატირებას სოციალური დაცვის პოლიტიკაში.

ბავშვთა/ხანდაზმულთა კეთილდღეობის სფეროს რეფორმირების პროცესში სახელმწიფოს ეხმარება ალტერნატიული სოციალური მომსახურებების დანერგვაში. კერძოდ: გურიის რეგიონში ორგანიზაცია ადმინისტრირებას უწევდა მის მიერ დაფუძნებულ 2 სოციალურ მომსახურებას: „მცირე საოჯახო ტიპის სახლს“ (2007 წლიდან - 2018 წლის სექტემბრამდე) და „ხანდაზმულთა სათემო მომსახურება“ (2012 წლიდან - დღემდე). აღნიშნული სერვისი განკუთნილია საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის, სადაც მათთვის მშვიდი და სასიამოვნო სიბერის უზრუნველსაყოფად შექმნილია კომფორტული საცხოვრებელი გარემო, ასევე, დაკმაყოფილებულია მათი საბაზისო და ფსიქოსოციალური საჭიროებები.

ადგილობრივ თვითმმართველობასთან (ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია) თანამშრომლობის გამოცდილება:

  • განხორციელებული კვლევებით გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით, ორგანიზაცია აწარმოებს ადვოკატირების კამპანიებს, რის საფუძველზეც მომზადებული პროგრამები და რეკომენდაციები (ბოლო 10 წლის განმავლობაში ორგანიზაციის მიერ მიწოდებული რეკომენდაიცების 70%) გათვალისწინებულია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ, რაც აისახება მუნიციპალური პროგრამების ბიუჯეტებში.
  • ადგილობრივი თვითმმართველობა, 2012 წლიდან, ,,სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება“  პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს „ხანდაზმულთა სახლის“ კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას.

ორგანიზაციის შექმნის ისტორია

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი დაარსდა 1996 წელს.