2024 წლის 14 ნოემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის „ლიდერთა სკოლის“ თბილისის ფილიალის წევრების მონაწილეობით ჩატარდა კლიმატის ცვლილება და ენერგეტიკა.
შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა მოწვეული ექსპერტი – გიორგი მუხიგულიშვილი, ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების საკითხების მკვლევარი.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: კლიმატის ცვლილების გამოვლინება; კლიმატის ცვლილება და სათბურის ეფექტი; სათბურის აირების გაფრქვევის ძირითადი წყაროები.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კლიმატის ცვლილების გამოვლინების საკითხებზე საქართველოში. კერძოდ, რა ცვლილებებს უნდა ველოდეთ ჩვენს ქვეყანაში კლიმატის ცვლილების დაჩქარებული ტემპის პირობებში.
მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კლიმატის ცვლილების შერბილების სტრატეგიებზე, მათ შორის ენერგოეფექტურობისა და კლიმატგონივრული გადაწყვეტილებების შესახებ. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მოზარდებმა იმსჯელეს თუ რა როლი აქვს მოქალაქეების ჩართულობას ამ პროცესში.
ტრენინგი განხორციელდა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში მიმდინარე სამწლიანი (2023-2026წ.წ.) პროექტის „ცვლილებები საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროში თემის წევრების ჩართულობით ” ფარგლებში, გერმანული ფონდის Brot Fur Die Welt ფინანსური მხარდაჭერით.

