ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
YOUNG PEDAGOGUES' UNION
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საგანმანათლებლო დაწესებულებებში

კომპონენტი მუშაობს ერთი მხრივ – საგანმანათლებლო სისტემაში მიმდინარე სიახლეების შეფასებასა და კვლევებზე, რომლის საფუძველზეც გამოვლენილი ტენდენციების გათვალისწინებით შეიმუშავებს რეკომენდაციებს, როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური უწყებებში წარსადგენად. მეორე მხრივ – შეიმუშავებს საგანმანთლებლო პროგრამებს, სილაბუსებსა და მოდულებს საგანმანთლებლო სისტემის წარმომადგენლების უნარების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად, მათი უწყებრივი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით. რათა ბავშვისა და მოზარდის განათლება, განვითარება და უსაფრთხოება იყოს მთავარი პრიორიტეტი მათთვის და მხარდაჭერილი მშობლების მხრიდან.

ორგანიზაცია ახორციელებს  საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირებისა და მხარდაჭერის პროგრამას ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლასა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 საბავშვო ბაღთან, რომლებთანაც აქვს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს.   კერძოდ:

ორგანიზაციის პარტნიორი საჯარო სკოლები:
  1. სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა
  2. სოფელ  ნაგომარის საჯარო სკოლა
  3. სოფელ  გურიანთის საჯარო სკოლა
  4. დაბა  ნარუჯის საჯარო სკოლა
  5. სოფელ  მერიის საჯარო სკოლა
  6. სოფელ  კვირიკეთის საჯარო სკოლა
  7. დაბა ურეკის საჯარო სკოლა
  8. სოფელ  ცხემლისხიდის საჯარო სკოლა
  9. სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლა
  10.   სოფელ  შუაამაღლების საჯარო სკოლა (ჩოხატაური)
  11.   სოფელ  ამაღლების საჯარო სკოლა  (ჩოხატაური)
  12.   სოფელ გუთურის საჯარო სკოლა (ჩოხატაური)
ორგანიზაციის პარტნიორი საბავშვო ბაღები:
  1. სოფელ  ნაგომარის საბავშვო ბაღი
  2. სოფელ  გურიანთის საბავშვო ბაღი
  3. დაბა ურეკის საბავშვო ბაღი
  4. სოფელ  ცხემლისხიდის საბავშვო ბაღი
  5. სოფელ ბაილეთის საბავშვო ბაღი
  6. დაბა ნასაკირალის საბავშვო ბაღი

ორგანიზაცია ფლობს მნიშვნელოვან ექსპერტიზასა და გამოცდილებას გურიის რეგიონში  სკოლებთან ურთიერთობისა და მათი მხარდაჭერის მიმართულებით. წლების განმავლობაში ორგანიზაციას პარტნიორული ურთიერთობის გამოცდილება აქვს რეგიონში მოქმედ 50-მდე სკოლასთან. საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირებისა და მხარდაჭერის პროგრამა  ითვალისწინებს დაწესებულებების მენეჯმენტის რგოლის გაძლიერებას, პოზიტიური  ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობასა და ინკლუზიური გარემოს შექმნას, რომელშიც მაქსიმალურად იქნებიან ჩართული როგორც პედაგოგები/აღმზრდელები, ასევე მოსწავლეები/აღსაზრდელები და მშობლები.