ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
YOUNG PEDAGOGUES' UNION
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოზარდების/ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარება

მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარების კომპონენტში ერთ-ერთი მთავრი პრიორიტეტი არის მოზარდებისთვის დემოკრატიული ღირებულებების, ასევე სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების უნარ-ჩვევების სწავლება, რაც პრაქტიკული მაგალითების საშუალებით ხორციელდება.

მოზარდები თავად იკვლევენ, პრობლემურ საკითხებს და გეგმავენ ადვოკატირების კამპანიებს, რის შედეგადაც კონკრეტული ცვლილები მიიღწევა კიდეც.

კონცეფციის გამჭოლი კომპეტენცია ლიდერობა, საკუთარი და სხვისი უფლებების დაცვა გახლავთ. მოზარდებს სჭირდებათ კომპეტენციათა ფართო სპექტრის განვითარება, ამასთან ერთად ცოდნის შეძენა იმ ღირებულებებისა თუ დამოკიდებულებების შესახებ, რომლის საშუალებითაც უკეთ გაანალიზებენ საკუთარ როლს საზოგადოებაში.

აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში, მოზარდებისთვის მიმდინარეობს განათლებისა და განვითარების სამი ეტაპი: ინფორმაციის მიწოდება, ინფორმაციის გავრცელება და პრობლემების ადვოკატირებაში მონაწილეობა. სამივე ეტაპის მიღწევა შესაძლებელია შესაბამისი კონკრეტული აქტივობებით. კერძოდ:

  1. ინფორმაციის მიწოდება – decision maker – საჯარო ლექციები, სემინარები, ტრენინგები, პრეზენტაციები, მასტერკლასები.
  2. ინფორმაციის გავრცელება – თანატოლგანმანათლებელების: სემინარები, დებატები, საჯარო და სატელევიზიო დისკუსიები, ინტერაქტიური სპექტაკლი, გაზეთი, ანიმაციური ფილმები, დოკ ფილმები და სოც. როგლები, ფოტოგამოფენები. დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენება-განხილვები, სათემო აქციები.
  3. პრობლემების ადვოკატირებაში მონაწილეობა — რეკომენდაციების მომზადება, შეხვედრები, პრეზენტაციები, აქციები.