ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
YOUNG PEDAGOGUES' UNION
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალგაზრდული ცენტრი

ახალგაზრდული ცენტრები წარმოადგენენ ღია საგანმანათლებლო და სამოქალაქო თავშეყრის ადგილს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული სივრცეები ხელს უწყობს ახალგაზრდებს ჩაერთონ სამოქალაქო და ეკონომიკურ აქტივობებში, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე. ახალგაზრდული ცენტრების წევრებს შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში და საგანმანათლებლო პროექტებში; გაცვლითი პროგრამების მეშვეობით, იმოგზაურონ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში; მიიღონ ცოდნა და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ – მოიფიქრონ და დაგეგმონ სხვადასხვა ტიპის საქმიანობა და ახალგაზრდული ინიციატივა; ჩაერთონ სტაჟირების, დასაქმების მხარდაჭერის, მეწარმეობის ხელშეწყობის და სხვა პროგრამებში. ახალგაზრდული ცენტრების მიზანია:
  • ახალგაზრდებში შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრაში მყოფი უნარებისა და კომპეტენციების განვითარება და ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება;
  • ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში;
  • ახალგაზრდების საკვანძო კომპეტენციების და სასიცოცხლო უნარების განვითარება;
  • ახალგაზრდებში ტოლერანტობის, ინკლუზიურობისა და დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება და დასავლური ღირებულებების და ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
  • ქსელის ფარგლებში ფუნქციონირებს ახალგაზრდული ცენტრები, რომლებიც ღიაა 14-29 წლის მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის.
რატომ უნდა გაწევრიანდე ახალგაზრდულ ცენტრში? ცენტრის წევრობა შესაძლებლობას მოგცემს:
  • გაიუმჯობესო ლიდერული და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • ჩაერთო სხვადასხვა ეკონომიკურ აქტივობაში, განავითარო პრაქტიკული უნარები, რომელიც დაგეხმარება დასაქმების პერსპექტივების გაუმჯობესებაში, მათ შორის, სამეწარმეო უნარების განვითარების გზით;
  • დაგეგმო და განახორციელო პროექტები და ახალგაზრდული ინიციატივები;
  • ეწვიო შენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში თანატოლებთან ერთად განახორციელო ახალგაზრდული პროექტები;
  • გაიუმჯობესო ინგლისური ენის ცოდნის კომპეტენციები;
  • მიიღო კარიერის მართვისა და დაგეგმვის მომსახურებები;
  • მიიღო მონაწილეობა სტაჟირების პროგრამებში;
  • მიიღო მონაწილეობა გაეროს მოდელირებაში (Model UN).
  • ჩაერთო სხვადასხვა თემატურ ახალგაზრდულ პროგრამაში, გაიარო ტრენინგები და გახდე ქვეყნის აქტიური მოქალაქე, რომელიც ჩართულია ადგილობრივი თემის და ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში;
  • გაერთო ახალგაზრდულ მოხალისეობრივ პროგრამებში, მათ შორის მეწარმეობის და ბიზნესის, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, მედიის ეკოსისტემის კვლევის და სხვა მიმართულებებით;
  • შეიძინო და გაიღრმავო ცოდნა სამოქალაქო განათლების საკითხებზე, მათ შორის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, მედია წიგნიერების და მონიტორინგის, სამოქალაქო აქტივიზმის, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მიმართულებებით;
  • შეხვდე ინდუსტრიის ლიდერებს, ექსპერტებს და წარმატებულ პროფესიონალებს.