ოზურგეთის „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ბავშვთა თეატრალური სტუდია „პეპილოტა“ 1997 წელს შეიქმნა.
თეატრალური სტუდიის მიზანია – შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენა და განვითარება, მოზარდების მორალურ – ესთეტიკური ღირებულებებით აღზრდა. „პეპილოტაში“ ისწავლება ქართული ხალხური ცეკვები, ქართული საესტრადო სიმღერები, მეტყველება, სასცენო ოსტატობა.
ორგანიზაციაში თეატრალურ სტუდიასთან ერთად ფუნქციონირებს და მთელი დატვირთვით მუშაობს ინტერაქტიური თეატრი.