ლიდერთა სკოლა – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს 1997 წლიდან. სკოლა აერთიანებს 11–18 წლამდე ასაკის მოზარდებს და ფუნქციონირებს ოზურგეთში, ჩოხატაურში და თბილისში.
ლიდერთა სკოლის განათლების კონცეფცია ეფუძნება: ა) დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ბ) მათ მიერ შესწავლილი/გააზრებული ინფორმაციის გავრცელებას თანატოლებში; გ) ცვლილებების მიღწევის მიზნით მოზარდების ჩართვას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესებში.