თემა: კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება
ორგანიზატორი: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
კონკურსის მიზანი
სპიკერების კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას კლიმატის ცვლილებისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ ცნობიერების ამაღლების პროცესში.კონკურსი აძლევს ახალგაზრდებს შესაძლებლობას:
- გაამახვილონ ყურადღება გარემოსდაცვით გამოწვევებზე, ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და გაავრცელონ მნიშვნელოვანი გზავნილები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებზე;
- გააცნონ საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლიმატის ცვლილების საფრთხეებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის აუცილებლობის შესახებ;
- განივითარონ საჯარო გამოსვლის, კრიტიკული აზროვნებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაში.
კონკურსის თემატური მიმართულებები
მონაწილეებს შეუძლიათ სიტყვით გამოსვლის თემის შერჩევა შემდეგი მიმართულებების ფარგლებში:- კლიმატის ცვლილების საფუძვლები, მითები და კლიმატსკეპტიციზმი
- მიმდინარე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა (გლობალური და ადგილობრივი მასშტაბით)
- კლიმატის ცვლილების შერბილების გზები
- კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პრაქტიკები (საქართველოში და მსოფლიოში)
- ბიომრავალფეროვნება კლიმატური ცვლილებების ფონზე და მისი კონსერვაციის აუცილებლობა
- კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება
- მდგრადი გადაწყვეტილებები ყოველდღიურ ცხოვრებაში (ენერგოეფექტურობა, მოხმარების შემცირება და სხვ.)
- კლიმატის ცვლილება, სამართლიანობა და თანასწორობა (კლიმატ სამართლიანობა, მოწყვლადი ჯგუფები)
- კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილების პროცესში (მწვანე ინიციატივები, ბიზნესი და გარემო)
- კლიმატის ცვლილება, კულტურა და ეროვნული თავისებურებები (ტრადიციები, მწვანე მემკვიდრეობა, ხალხური ცოდნა)
მონაწილეობის კრიტერიუმები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებს.განაცხადის წარდგენა და აბსტრაქტის მოთხოვნები
მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე: https://forms.gle/qihkuTk7yD1QzMJo6 კონკურსში მონაწილეობისთვის 18 მაისამდე თითოეულმა მონაწილემ უნდა წარადგინოს პრობლემის მოკლე აღწერა (აბსტრაქტი,150–250 სიტყვა), რომელიც ასახავს მის გამოსვლას და პასუხობს შემდეგ ძირითად კითხვებს:- ვინ არის გამოსვლის სამიზნე აუდიტორია?
- რა არის გამოსვლის კონკრეტული თემა და რაზე ფოკუსირდება სპიკერი?
- რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საზოგადოებისათვის?
- რა არის ის ძირითადი გზავნილი ან იდეა, რომლის გაზიარებასაც გეგმავს სპიკერი?
- როგორი მიდგომით აპირებს მონაწილე თემის გადმოცემას (სტილი, ემოციური კუთხე, ფაქტობრივი ბაზა, პერსონალური გამოცდილება და სხვ.)?
კონკურსის ფორმატი
- თითოეულ მონაწილეს აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისთვის ექნება 7–10 წუთი
- გამოსვლა უნდა იყოს კვლევაზე და ფაქტებზე დაფუძნებული, შთამაგონებელი
- მონაწილეებს შეუძლიათ გამოიყენონ ვიზუალური მასალა (პოსტერი, სლაიდები, ანიმაციები) გამოსვლის გამრავალფეროვნების მიზნით