2024 წლის 29 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები ესწრებოდნენ ტრენინგს თემაზე: ბიზნესის ადმინისტრირება და მენეჯმენტი.
შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა მოწვეული სპიკერი – კომპანია “ეარნეტის” თანადამფუძნებელი ლაშა ტუღუში.
ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- ბიზნეს სტრატეგიის შემუშავება ლურჯი ოკეანის პრინციპებზე დაფუძნებით
- პოზიციონირება პროდუქტის/სერვისის მახასიათებლების საფუძველზე
- სტარტაპ ეკოსისტემების განვითარება და არსებული გამოწვევები
- მაღალი კონკურენციის პირობებში კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება
- სწორი სამიზნე სეგმენტის შერჩევა
- სასტარტო კაპიტალი, ინვესტორთა მოძიება და კლასიფიკაცია
ტრენინგი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების დაინტერესებას მეწარმეობით, პრაქტიკული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გზით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”.