სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში
სიტუაციის მიმოხილვა
საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSOs) სუსტი ჩართულობა კლიმატის ცვლილების ეროვნული პოლიტიკის შემუშავებასა და ფორმულირებაში სხვადასხვა მიზეზითაა განპირობებული: კლიმატის პოლიტიკის პროცესების, ინსტიტუციებისა და დაინტერესებული მხარეების შესახებ არასათანადო ცოდნა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩართვის სუსტი სტრატეგიები, სანდო მონაცემების ნაკლებობა და მტკიცებულებათა არასათანადო გამოყენება, კომუნიკაციის არაეფექტიანი მიდგომები, მუშაობის იზოლირებული სტილი და პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის შეზღუდული შესაძლებლობა. კიდევ უფრო დაბალია CSO-ების ჩართულობა ადგილობრივ დონეზე. პროექტი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს და ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ითანამშრომლებს ოთხი (4) სამიზნე რეგიონის (გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და კახეთი) ათი (10) მუნიციპალიტეტის CSO-ებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან რეგიონული დაინტერესებული მხარის მონაწილეობით შექმნილი კლიმატის სამოქმედო ჯგუფების (CAGs) ჩამოყალიბებისა და გაძლიერების, კლიმატის ცვლილებების მიმართ მედეგობის გაზრდისა და წყლის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ადგილობრივი თანამონაწილეობითი პროცესების დასაწყებად. პროექტი ემყარება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს საზოგადოებაში თვითრწმენისა და მედეგობის განვითარებას, ეხმარება რა სახელმწიფოს, როგორც სოციალური მომსახურების მთავარ მომწოდებელს. სამიზნე რეგიონებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების დონე არაერთგვაროვანია, ასევე, განსხვავებულია, მოსახლეობის კეთილდღეობასთან დაკავშირებული, გარემოსდაცვითი გამოწვევები. CSO-ების აბსოლუტურ უმრავლესობას ახასიათებს უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციის დაბალი დონე და, განვითარებაზე მიმართული დახმარებისა და ადგილობრივი ინიციატივების სიმწირით გამოწვეული, გამოცდილების ნაკლებობა ან არარსებობა. სამიზნე რეგიონებში CSO-ები უფრო მომსახურების გაწევაზე არიან ორიენტირებულნი, ნაკლებად არიან ჩართულები პოლიტიკის შემუშავებაში, საჭირო ცოდნის, სტიმულისა და რესურსების არ ქონის გამო. ინფორმაციაზე, კავშირებზე, კვალიფიციურ პროფესიონალებსა და სხვა აუცილებელ უნარებსა და რესურსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო, CSO-ების ინსტიტუციური სტაბილურობა და ფინანსური სიცოცხლისუნარიანობა კვლავ გამოწვევად რჩება.