- შექმნას დასაქმების ახალი შესაძლებლობები სამუშაოს მაძიებლებისთვის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი უნარების განვითარებისა და დამსაქმებელსა და პოტენციური დასაქმებულის ერთმანეთთან დაკავშირების მექანიზმებით;
- ხელი შეუწყოს სკოლებსა და პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლე ახალგაზრდებს, შეიძინონ სათანადო ცოდნა და უნარები, რათა ეფექტურად გამოიყენონ დასაქმების არსებული შესაძლებლობები.
- სამიზნე რეგიონებში დასაქმებისთვის საჭირო ცოდნას და უნარებს გაიუმჯობესებს 1670 -ზე მეტი ადამიანი
- სულ მცირე 300 სამუშაოს მაძიებელი დასაქმდება პროექტის მიმდინარეობის პერიოდში
- პროექტის 3 სამიზნე რეგიონში შეიქმნება 6 დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც სულ მცირე, 900 ადამიანს მოემსახურება
- შეიქმნება / საქმიანობას გააფართოებს 6 სოციალური საწარმო, სადაც დამატებით დასაქმდება სულ მცირე 20 ადამიანი შრომის ბაზარზე ნაკლებად კონკურენტული ჯგუფებიდან
- განხორციელდება 5 პარტნიორული პროექტი ბიზნეს სექტორთან, რეგიონებში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად
- 28 სკოლაში ჩამოყალიბდება მეწარმეობის და კარიერის განვითარების კლუბი, სადაც სულ მცირე 450 მოსწავლე გაიუმჯობესებს სამეწარმეო უნარებს და გაიღრმავებს ცოდნას სხვადასხვა პროფესიების შესახებ
- 200-მდე პედაგოგი გადამზადდება და სამიზნე სკოლებში განხორციელდება მინ. 20 სამეწარმეო უნარების განვითარების ინტეგრირებული პროექტი
- 5 პროფესიულ სასწავლებელში განხორციელდება საჭიროებაზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების საკონსულტაციო მომსახურება