მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის – პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი და სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტის ამოცანაა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.
პროექტს ახორციელებს CENN შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით:
- ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
- დემოკრატიის ინსტიტუტი
- ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში.
პროექტის ხანგრძლივობაა სამი წელი (8 დეკემბერი, 2022 – 8 დეკემბერი, 2025).
პროექტის საქმიანობები
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობების განხორციელება:
- ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) შექმნა თანამონაწილეობრივი გზითა და ევროკავშირის „ლიდერის“ (LEADER) პრინციპებზე დაყრდნობით;
- ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების შემუშავება გენდერის, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებით და უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (RBA) გამოყენებით;
- ადგილობრივი ეკონომიკის ‚გამწვანება‘ და დივერსიფიკაცია ინოვაციური და სადემონსტრაციო პროექტების განხორციელებით;
- სამოქალაქო ჩართულობის პროცესების ხელშეწყობა და ქალების, ახალგაზრდებისა და ადგილობრივისამოქალაქო ორგანიზაციების/საზოგადოების გაძლიერება, რათა მათ დაიცვან თავიანთი უფლებები და მოახდინონ სხვადასხვა საკითხის ადვოკატირება მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხარისხიანი სახელმწიფო სერვისებისა და სამართლიანი და მდგრადი პოსტკოვიდური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად.