2024 წლის 7 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე ახალგაზრდების მონაწილეობით განხორციელდა საგანმანათლებლო ვიზიტი ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა დაათვალიერეს საგამოფენო დარბაზის სივრცე, სადაც მოისმინეს დაცული ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია, რით არის განსაკუთრებული ისპანი (1, 2) რატომ იზიდავს მკვლევრებსა და ტურისტებს, რა მნიშვნელობა აქვს ეკოსისტემის კონსერვაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის თვალსაზრისით.
1996 წელს, საქართველო შეუერთდა მსოფლიო ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ რამსარის კონვენციას. მას შემდეგ, ქობულეთის დაცულ ტერიტორიას საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების სტატუსი.
შეხვედრა ჩატარდა პროექტების “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” და “საქართველოს კლიმატის პროგრამის” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.