2024 წლის 5 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე ახალგაზრდებმა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს გუნდურ თამაშში “მხოლოდ ერთი დედამიწა”, რომელიც დაკავშირებული იყო SDG მიზნებთან და მოიცავდა 4 ეტაპს.
“Only one Earth” არის ინტერაქტიური და საგანმანათლებლო თამაში, რომელიც შექმნილია გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მონაწილეების შთაგონების მიზნით. მოთამაშეები იწყებენ მოგზაურობას სხვადასხვა მისიების შესასრულებლად, რომლებიც ხაზს უსვამენ კრიტიკულ გლობალურ საკითხებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, განათლება, ინკლუზია და სხვა.
თამაშის პირველი ნაწილი დაეთმო მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და პოპულარიზებას. თამაშის ორი კომპონენტი ახალგაზრდების გუნდური მუშაობისა და ლიდერული უნარ–ჩვევების განვითარებისკენ იყო მიმართული. დასკვნით ეტაპზე მონაწილეებმა სასკოლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით შეიმუშავეს მდგრად, ინკლუზიურ და ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებული ინიციატივები.
თამაშებს აქვთ უნარი გარდაქმნან სწავლა მიმზიდველ და მამოტივირებელ გამოცდილებად.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად 5 ივნისს აღინიშნება. ეს არის დღე, რომ დავფიქრდეთ ჩვენი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების მნიშვნელობაზე და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მდგრადი მომავლისკენ.
ღონისძიება ერთობლივად დაიგეგმა ორი პროექტის: საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP), რომელსაც CENN ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს და “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. გურიის რეგიონში პროგრამების პარტნიორი ორგანიზაციაა “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”.
#CENN #EU4Georgiaa #USAID #UNAG #YPU