2024 წლის 1 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული ცენტრის წევრები ეწვივნენ ანასეულის სათემო მომსახურების მიმღებ ბენეფიციარებს. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა გაიცნეს ხანდაზმულები, ისაუბრეს ასაკობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, გაცვალეს ისტორიები, აღმოაჩინეს საერთო ინტერესები და დაგეგმეს სამომავლო შეხვედრა.
უფლებათა დაცვის სფეროში მნიშვნელოვანია სხვადასხვა ასაკის ადამიანის, მათ შორის ხანდაზმულების კეთილდღეობის მხარდაჭერა, რომ მათ საზოგადოების მნიშვნელოვან წევრად ჩათვალონ თავი. ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება თავის მხრივ იწვევს ხანდაზმულებში თვითეფექტურობის განცდას. ახალგაზრდებისთვის კი მათთან ურთიერთობა, მხარდაჭერისა და ემპათიის უნარს გააუმჯობესებს და წაახალისებს ემოციურ მრავალფეროვნებას.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა სახალისო აქტივობების საშუალებით შექმნეს ინკლუზიური და ემოციურად უსაფრთხო გარემო. პროცესი მიმართული იყო მონაწილეებს შორის ინტერპერსონალური ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, რესურსების აღმოჩენასა და ემოციურ მხარდაჭერაზე.
შეხვედრა განხორციელდა USAID-ის პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
გურიის რეგიონში პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი”.