მოსალოდნელი შედეგები
- შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და მიწოდების შესაბამისობის გაუმჯობესება, სათანადო ინსტრუმენტებისა და პლატფორმების შექმნის, თანამშრომლობის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მეშვეობით: – დაინტერესებული პირები უკეთ საზღვრავენ შრომის ბაზრის ტენდენციებს და ამასთან, დამსაქმებელი და დასაქმებული ინფორმირებულია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებსა და მიწოდებაზე. – პროექტი ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და უზრუნველყოფს მათ შორის ბაზარზე არსებულ ტენდეციებზე ინფორმაციის გაზიარებას.
- ახალგაზრდების დასაქმებისუნარიანობის გაზრდა კარიერული ორიენტაციის და უნარების განვითარების სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით: – პროექტი ხელს უწყობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა დაინერგოს და გაუმჯობესდეს პროფესიული უნარებისა და განათლების მიწოდება, თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. – პროექტი ხელს უწყობს მონაწილე ახალგაზრდებში შრომის ბაზრის მოთხოვნების სათანადო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას.
- სამეწარმეო და უწყვეტ განათლებაში ჩართული ახალგაზრდები, ხელს უწყობენ ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას: – პროექტში მონაწილე ახალგაზრდები იუმჯობესებენ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარებს და ნერგავენ ინოვაციურ მიდგომებს ადგილობრივი სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების გადასაჭრელად. – მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს აქვთ შესაძლებლობა და მოტივაცია, აიმაღლონ სათანადო უნარები და ჩაერთონ უწყვეტ განათლებაში.